ზიკილიის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი გამოსაშვები ღონისძება 
14-06-2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი შთამბეჭდავი ღონისძიებით დაასრულეს.

მოსწავლეებმა ღონისძიებაზე ნაყოფიერი და წარმატებული ოთხი წელი შეაჯამეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. ღონისძიება დატვირთული იყო შემოქმედებითად. მე-4 კლასელები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, დაკისრებულ მოვალეობას სამაგალითოდ გაართვეს თავი და დამრიგებელს სიამაყის საფუძველი მისცეს. 

აღსანიშნავია, რომ წელს მოსწავლეები პირველ მასწავლებელს ემშვიდობებიან, რამაც ღონისძიებას ემოციური ელფერი შესძინა. მოსწავლეებმა დამრიგებელს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. პედაგოგმა კი მოწაფეებს გზა დაულოცა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203