„ცოდნის ძალა“ - ჭივჭავის საჯარო სკოლის დაწყებით კლასებში საინტერესო კონკურსი ჩატარდა 
14-06-2024

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭივჭავის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ საინტერესო აქტივობას სთავაზობენ. 

ამჯერად, კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგმა - გურამ შავაძემ და მათემატიკის პედაგოგმა - ნელი შავრეშიანმა დაწყებითი კლასის მოსწავლეებში საინტერესო აქტივობა - „ცოდნის ძალა“ ჩაატარეს.

მოსწავლეებმა სახალისო და სააზროვნო კითხვებზე პასუხები წარმატებით გასცეს. შედეგად კი, გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა. მოსწავლეებს სხვადასხვა ნომინაციებში სერტიფიკატები გადაეცათ.

„მსგავსი კონკურსები ხელს უწყობს მოსწავლეებში სააზროვნო უნარჩვევებისა და გუნდური მუშაობის უნარის განვითარებას“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203