ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტას საჯარო სკოლის მოსწავლეები უცხო ენებს დიდი მონდომებით სწავლობენ.
მათ პროგრამა - „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილე ინგლისური ენის კონსულტანტ-მასწავლებელი თამარ სილაგაძე სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობს. ამჯერად, მისი ხელმძღვანელობით, ბულინგის თემაზე ინგლისურენოვანი პროექტი - Stand up! Speak out! განხორციელდა.
პროექტის მიზანი ბულინგისა და მისი თავიდან აცილების გზების შესახებ მოსწავლეთა ინფორმირება იყო.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები გაეცნენ ბულინგის/მობინგის ცნებებს, ბულინგის სახეებს და პრეზენტაციები ფიზიკური, ვერბალური, სოციალური და კიბერბულინგის შესახებ, ინგლისურ ენაზე გამართეს
გარდა ამისა, ბულინგის თემასთან დაკავშირებით, სასკოლო საზოგადოებასთან ონლაინ შეხვედრა სახალხო დამცველის აპარატის ქვემო ქართლის ოფისის წარმომადგენელმა - მურად გუსეინოვმა გამართა.
პრეზენტაციის შემდეგ, პროექტში მონაწილეობისთვის, მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცათ. ასევე „კინგს საქართველოს“ ოლიმპიადაში მონაწილე მოსწავლეებს სერტიფიკატები და დიპლომები მიენიჭათ. „მადლობის სიგელი“ გადაეცა გეტას საჯარო სკოლის დირექტორს- ფარამაზ ჯალილოვს, გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის.
სერტიფიკატებისა და დიპლომების გადაცემის ცერემონიალი საზეიმოდ აღინიშნა.
იხილეთ ფოტოები: