წყემის საჯარო სკოლიდან საბაზო საფეხურის კურსდამთავრებული ღონისძიებით გააცილეს
14-06-2024

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ლამაზი ღონისძიება გაიმართა, რომლითაც სასკოლო საზოგადოებამ მე-9 კლასის მოსწავლე გააცილა. 

წყემის საჯარო სკოლა საბაზოა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეები მე-9 კლასის დასრულების შემდეგ, სწავლას სხვა სკოლაში აგრძელებენ. 

ბუნებრივია, რომ საზეიმო ღონისძიება ემოციური იყო. მასში სხვა კლასის მოსწავლეებიც დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ სასკოლო საზოგადოებას დაუვიწყარი ზეიმი აჩუქეს, იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

სკოლაში მე-9 კლასის მოსწავლეს ცხოვრების გზაზე წარმატებას უსურვებენ. 

„კიდევ ერთი აღსაზრდელი გავაცილეთ და დავულოცეთ გზა ბედნიერი მომავლისკენ“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203