„სპექტაკლი წითელქუდა“ - მერენიის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი პროექტი წარმატებით დასრულდა
14-06-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა ფორმალურ ისე არაფორმალურ განათლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

ამჯერად, სკოლაში არაფორმალური განათლების ფარგლებში, პროექტი - „სპექტაკლი წითელქუდა“ წარმატებით დასრულდა.

პროექტში მე-4 და მე-6 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ხელმძღვანელები იყვნენ: მე და საზოგადოების ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მიხაილ ჯეირანიანი, მათემატიკის ბილინგვური სწავლების სპეციალისტი კიმიკ ღუშჩიანი და ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი თამარა მელიქიძე.

აღნიშნულ დღეს მოსწავლეებმა როლები შესანიშნავად მოირგეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს. მათი სამსახიობო ნიჭით სასკოლო საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა.

სასკოლო საზოგადოება მადლობას უხდის სკოლის დირექტორს ანუშ ქახკციანსა და მასწავლებლებს  დახმარებისათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203