დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლისთვის სასწავლო წელი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, მოსწავლეებმა არაერთხელ გამოიჩინეს თავი, მათ შორის გამოირჩეოდნენ სპორტული მიღწევითაც.
აღსანიშნავია, რომ 11 მაისს, დედოფლისწყაროში ფეხბურთის მოედანზე, ზურაბ ჩალაბაშვილის ორგანიზებით გამართულ საგაზაფხულო ფეხბურთის ტურნირში -„ენძელას თასი“, მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობდნენ.
მაღალი კონკურენციის მიუხედავად, გუნდმა შეძლო შესაძლებლობების საუკეთესოდ წარმოჩენა და გამარჯვების მოპოვება.
გამარჯვებულ გუნდს ორგანიზატორებმა საჩუქრად გადასცეს გამარჯვების მედლები, რომლიც საზეიმოდ გადაეცათ თითოეულ მონაწილეს სკოლის დირექციისგან, დირექტორ მაია სიმონიძისგან და მოადგილე ციცინო ჯაფარიძისგან.
„სასიამოვნოა გამარჯვების შეგრძნება და შემდეგ მისი დაფასება“, - სკოლის დირექციამ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა თავის წარმატებულ მოსწავლეებს და უსურვა წარმატება.
იხილეთ ფოტოები: