გორელოვკის N3 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ვიდეორგოლების კონკურსში წარმატებით მონაწილეობდა
14-06-2024
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობასა და კონკურსში დიდი მონდომებით ერთვებიან. 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურმა მოაწყო ვიდეორგოლების კონკურსი სახელწოდებით „ქალი სოფელში“, სადაც მონაწილეობდა სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ანუკი ვანაძე.

მოსწავლემ მოამზადა ვიდეორგოლი - „სოფელში მცხოვრები ქალის ერთი დღე“. მან შემოქმედებითი უნარები და ხედვა შესანიშნავად წარმოაჩინა.

სკოლაში მის დამრიგებელს - ირა გოგილაშვილსა და თავად მონაწილე მოსწავლეს - ანუკი ვანაძეს მადლობას უხდიან.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მიღწევებს ყოველთვის მხარს უჭერენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203