„სიგელი მასწავლებელს“ და „რეკლმა, რომელიც...“ - არხილოსკალოს საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეთა საინტერესო პროექტი 
18-06-2024

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო პროექტი და აქტივობა განხორციელდა.

მათ შორის იყო VI კლასის მოსწავლეთა პროექტი „სიგელი მასწავლებელს“ და „რეკლამა, რომელიც...“.

პროექტი კომპიუტერულ ტექნოლოგიების გაკვეთილზე, პედაგოგ ეკატერინე ჩიტაურის ხელმძღვანელობით განხორციელდა.

პროექტი მოიცავდა მრავალ აქტივობას, რომელიც საკმაოდ დასაფიქრებელი, სააზროვნო და ზუსტად გასათვლელი იყო. მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად გააკეთეს პრეზენტაცია - პროექტის შეჯამება, რომელსაც ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი მაია სიმონიძე, მასწავლებლები და მოსწავლეთა მშობლები. 

დასასრულს დამსწრე საზოგადოებამ შეაფასა ღონისძიება, წარმატება უსურვა მოსწავლეებს და მასწავლებელს გახორციელებული პროექტისთვის, რომელიც საინტერესო იყო. 

მოსწავლეებმა მასწავლებლებს გადასცეს ნომინირებული სიგელები, ხოლო დასასრულს საგნის მასწალებელმა ყველა მოსწავლეს გადასცა დიპლომები.

სკოლის დირექტორმა - მაია სიმონიძემ მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს და მასწავლებელს და ასევე ტექნოლოგიების მასწავლებელს მადლობის სიგელი პროექტის განხორციელებისა და ორგანიზებისათვის.

სკოლაში მათ წარმატებასა და წინსვლას უსურვებენ.

„მოტივაცია, ეს არის ის მნიშვნელოვანი განცდა და გრძნობა, რაც ყველა ადამიანს სჭირდება ცხოვრების ყველა ეტაპზე. 

პროექტი „სიგელი მასწავლებელს“ და  „რეკლამა, რომელიც...“ დაკავშირებულია ერთმანეთთან გაძლევს დიდ მოტივაციას, სურვილს იყო უკეთესი, გახდე უკეთესი, იყო წარმატებული, გქონდეს უკეთესი , შეგეძლოს არჩევანის გაკეთება, აარჩიო საუკეთესო და ამ უკეთესმა შენში გამოიწვიოს ის დიდი განცდა და გრძნობა, რომელიც ცხოვრების გზაზე მოტივირებულს გაგხდის.

სიგელი - არის საკუთარი და სხვისი შრომის დაფასება, საკუთარ თავში რწმენის გაღრმავება, რომ უკეთესი გახდე და დააფასო ყველას შრომა, ამაგი და ღვაწლი. განსაკუთრებით კი მასწავლებლის შრომა“, - ასე აფასებენ ამ პროექტს სკოლაში.



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203