ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა ნაყოფიერი სასწავლო წელი სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს.
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები სოფელ გორელოვკას სტუმრობდნენ, სადაც დუხაბორების ეთნოგრაფიული მუზეუმი მოინახულეს.
მოსწავლეებისთვის ექკურსია მეტად შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა.
მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს და ექსკურსიიდან ახალი ცოდნით, ინფორმაციითა და შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები: