„მემკვიდრეობის მცველები“ - გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პროექტის ფარგლებში, ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებების გმირები „გააცოცხლეს“
14-06-2024

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წლის მანძილზე პროექტი „მემკვიდრეობის მცველები“ წარმატებით განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში, სკოლაში საინტერესო აქტივობები ჩატარდა.

პროექტის დასასრულს, კი მოსწავლეებმა სცენაზე გაითამაშეს ნოდარ დუმბაძის იმ ნაწარმოებების („ბოშები“, „ჰელადოს“, „მე ვხედავ მზეს“) სცენები, რომლებშიც მთავარ როლებს სწორედ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები იკავებდნენ.

სპექტაკლის რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი სამოქალაქო კლუბ „გაენათის“ ლიდერი მასწავლებელი ელისო მაწკეპლაძე გახლდათ. პერსონაჟების ჩაცმულობაზე იზრუნეს სკოლის პედაგოგებმა: ნინო ბუხაიძემ, ეკა ნიშნიანიძემ, ხათუნა ჭეიშვილმა.

სპექტაკლის ქორეოგრაფიაზე კი ამავე სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლემ, ბარბარე ბიბილეიშვილმა იზრუნა.

სპექტაკლის წარმატებით დადგმასა და წარმოდგენაზე უდიდესი წვლილი შეიტანეს მთელმა სასკოლო საზოგადოებამ (ადმინისტრაცია, კლასის ხელმძღვანელები, მოსწავლეთა უმრავლესობა, მშობლები).

აღნიშნულმა აქტივობამ მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია. მათ გამოთქვეს მზაობა, რომ მომავალში კვლავ მიიღებდნენ მონაწილეობას თეატრალურ წარმოდგენებში.

სპექტაკლის შემდეგ შემდეგ მოსწავლეებმა ფერად ფურცლებზე წერილობით შეაფასეს აქტივობა.

აქტივობა განხორციელდა სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში.

პროექტის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203