ნინოწმინდის N1 სკოლის მე-4 კლასელების ემოციური და შემოქმედებითად დატვირთული გამოსაშვები ღონისძიება
17-06-2024
ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წლის დასრულება შემოქმედებითი და ემოციური ღონისძიებით აღნიშნეს.

გამოსაშვებ ღონისძიებას მე-4 კლასის დამრიგებელი ანაჰიტ საჰაკიანი ხელმძღვანელობდა. მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

აღსანიშნავია, რომ წელს მე-4 კლასის 19 მოსწავლე პირველ პედაგოგს დაემშვიდობა. მოსწავლეებმა მას შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.

მასწავლებელმა კი თავის მოსწავლეებს მომდევნო კლასებში წარმატებები უსურვა.

„ცოდნაზე უფრო ძლიერი ძალა არ არსებობს, ცოდნით შეიარაღებული ადამიანი უძლეველია. ცოდნა ადამიანს თავისუფალსა და დიდს ხდის.

ძვირფასო მოსწავლეებო, გილოცავთ ამ შთამბეჭდავ დღეს, გისურვებთ თქვენც გახდეთ დიდი და ღირსეული ადამიანები და ჩვენ ბედნიერები და ამაყები ვიყოთ თქვენით“, - ამ სიტყვებით გააცილეს მე-4 კლასელები არდადეგებზე და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვეს.

ეს დღე ძალიან ემოციური და შთამბეჭდავი იყო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203