„ოთხი წელიც გაფრენილა“- ნამაშევის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეთა შემაჯამებელი ღონისძიება 
14-06-2024

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამაშევის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, სასკოლო აქტივობებში მონდომებით ერთვებიან. 

ახლახან, სკოლაში IV კლასის შემაჯამებელი ღონისძიება - „ოთხი წელიც გაფრენილა“ ჩატარდა. მისი ორგანიზატორი და ხელმძღვანელი კლასის დამრიგებლი ნატო ბაბლუანი გახლდათ. 

პატარებმა სითბოთი, სიყვარულითა და მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს მე-4 კლასის დამთავრება. ისინი საყვარელ ნატო მასწავლებელს თბილი სიტყვებით გამოემშვიდობნენ და სასკოლო საზოგადოებას საოცარი ემოციებით დატვირთული დღე აჩუქეს.

„ნატო მასწავლებელი ახალბედა პედაგოგია ნამაშევის სკოლისა. მიუხედავად გამოუცდელობისა, მან არაჩვეულებრივად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას.

ნატო მასწავლებელს ჩვენი სკოლის დირექტორმა, ბატონმა მინდია გველებიანმა გაუღო სკოლის კარი სიტყვებით - „თუ არ იმუშავა გამოცდილება როგორ მიიღოს“ და მართლაც არ შემცდარა არჩევანში.

იგი დიდი ენთუზიაზმით შეუდგა საყვარელ საქმეს და სწორედ ამ სიყვარულმა შეაძლებინა დღეს არაჩვეულებრივი ღონისძიების წარმოდგენა“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203