სამთაწყაროს საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეები პირველ მასწავლებელს ღონისძიებით დაემშვიდობნენ
17-06-2024

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის სასწავლო წლის დასასრული ემოციებით იყო დატვირთული, განსაკუთრებით კი, მე-4 კლასის მოსწავლეებისთვის, რადგან პირველ მასწავლებელს დაემშვიდობნენ. 

მოსწავლეებმა, საყვარელ დამრიგებელ განგა ჭუჭუხაშვილთან ერთად სასკოლო საზოგადოებას გამოსაშვები ღონისძიება შესთავაზეს და დიდი მოწონებაც დაიმსახურეს. 

პატარებმა წაიკითხეს უამრავი ლექსები და შეასრულეს სიმღერები, ცეკვები, დადგეს მინი სცენარები და თავიანთი შემოქმედებითი უნარებით დამსწრე საზოგადოების სასიამოვნოდ გაოცება მოახერხეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სკოლაში იყო სასიამოვნო, თბილი და მხიარული ატმოსფერო.

მასწავლებელმა, მშობლებმა და მოსწავლეებმა ერთმანეთს დააწერეს სამახსოვრო მილოცვები თეთრ მაისურებზე. გაუშვეს ფერადი ბურთები და კვამლი. დაემშვიდობნენ საყვარელ მასწავლებელს თბილი სიტყვებით. 

მასწავლებელმა მადლობა გადაუხადა მშობლებს ღონისძიებაში აქტიური ჩართულობისთვის და მოწაფეებს ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა.

სკოლის დირექციამ მადლობა გადაუხადა მშობლებს, ბავშვებს და მასწავლებელს ასეთი შთამბეჭდავი ღონისძიების ჩატარებისთვის და წარმატება უსურვა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203