წალენჯიხის N6 სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეთა ფერადი ღონისძიება და შემოქმედებითად შეჯამებული ოთხი წელიწადი
14-06-2024

წალენჯიხის N6 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები პირველ დამრიგებელს დაემშვიდობნენ. 

ამასთან დაკავშირებით, სკოლაში საოცრად ლამაზი და ფერადი ღონისძიება გაიმართა.  მისი ორგანიზატორი IV კლასის დამრიგებელი მარინე მიქაია გახლდათ.

მათ გაიხსენეს და შეაჯამეს სკოლის კედლებში გატარებული 4 წელი. ასევე, გზა დაულოცეს საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულებს. თავიანთ დამრიგებელს კი, მომავალი პირველკლასელები ჩააბარეს.

იყო ბევრი თბილი სიტყვა და ცრემლები. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ეს დღე სასკოლო საზოგადოებისთვის დაუვიწყარი იქნება.

„მადლობა მოსწავლეებს, დამრიგებელს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ აქტივობაში აქტიურად იყვნენ ჩართული მეოთხე კლასის მშობლები: ანი ჯიქია, ნანა გვასალია, ხატია აკობია და ანჟელა მურღულია. მადლობა მშობლებო, კრეატიულობისთვის, ჩართულობისთვის. სკოლა და ოჯახი ერთად ყოველთვის გადის უმაღლეს შედეგზე“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203