ტიციან ტაბიძის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება, სასწავლო წლის განმავლობაში, საინტერესო აქტივობებში ერთვება.
მათ შორის, სკოლა აქტიურად შეუერთდა კამპანიას - „მე რომ მასწავლებელი ვიყო“. მის ფარგლებში კი, შემდეგი აქტივობები დაიგეგმა და ჩატარდა:
1. პროექტი - „გმადლობთ მასწავლებელო!" - VII კლასის მოსწავლეები;
2. ნახატების კონკურსი - „მე მიყვარს ჩემი მასწავლებელი"- II - IX კლასის მოსწავლეები;
3. კონკურსი - „ჩემი ოცნების მასწავლებელი“ - VII - IX კლასის მოსწავლეები;
4. „თვითონ სცადე“ - როლების გაცვლა მასწავლებელი-მოსწავლე - VII - IX კლასის მოსწავლეები;
5. „სურვილების ხე“- V - IXკლასის მოსწავლეებმა სურვილები მასწავლებლებს მიუძღვნეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ყველა ეს აქტივობა ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. საბოლოოდ კი, მათემატიკის მასწავლებლის - ნანა ქაფიანიძის ხელმძღვანელობით, საინტერესო შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა მასწავლებლებზე ლექსები, სიმღერები, ცეკვები და სასკოლო ცხოვრებიდან სახუმარო ხასიათის მცირე პიესები წრადგინეს, რამაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები: