„დედამიწა ჩვენი საერთო სახლია“- მოხისის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეთა საინტერესო თეატრალიზებული ღონისძიება
14-06-2024

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას დიდ ყურადღებას აქცევენ. 

ამ მიმართულებით, სკოლაში არაერთი აქტივობა ეწყობა. ახლახან, მე-3 კლასის მოსწავლეებმა თეატრალიზებული ღონისძიება - „დედამიწა ჩვენი საერთო სახლია“ გამართეს. წარმოდგენა გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

აქტივობაში მოსწავლეები, პედაგოგ მაია გრიგალაშვილის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, თითოეული ნომერი ბუნების დაცვასა და მისი მოფრთხილების მნიშვნელობას ეძღვნებოდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203