სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორშის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს, ისიც რომ მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში აქტიურად ერთვებიან.
ამჯერად, ისინი მაგიდის ჩოგბურთის შეჯიბრებაში წარმატებით მონაწილეობდნენ. აღნიშნული შეჯიბრება ორ სკოლას შორის გაიმართა, სადაც გამარჯვებულები ხორშის საჯარო სკოლიდან გამოვლინდნენ.
გამარჯვებული მოსწავლეები დიმა პარკაია და გვანცა კვაშილავა არიან. მათ შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში, მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.