ტყიბულის N1 სკოლის მოსწავლე ლიზი გვეტაძე ლიტერატურულ კონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
ტყიბულის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტსა და კონკურსში ენთუზიაზმით ერთვებიან.
მათ შორისაა IX ა კლასის მოსწავლე ლიზი გვეტაძე, რომელიც ნოდარ დუმბაძის სახელობის ლიტერატურულ კონკურსში, სახელწოდებით - „იქნებ ვაზია სამშობლო“ წარმატებით მონაწილეობდა.
აღნიშნულ კონკურსში, ასევე მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 4000 მონაწილე.
აღსანიშნავია, რომ მე-9 კლასის მოსწავლის ნაშრომი, კრებულში შევიდა. აღნიშნული კრებული დიპლომთან ერთად გადაეცა ლიზი გვეტაძეს.
სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და მას მომავალში წინსვლას უსურვებენ.
„ვულოცავთ ჩვენს ჭკვიან, გონიერ გოგოს ამ წარმატებას. გისურვებთ ბედნიერ და საინტერესო ცხოვრებას. ცოდნის შეძენისა და მისი გაღრმავების სურვილი არასოდეს გაგნელებოდეს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.