თბილისის N31 საჯარო სკოლის IVბ კლასის მოსწავლეებმა წარმატებული ოთხი წელიწადი ღონისძიებით დააგვირგვინეს.
IV კლასის დამამთავრებელი ღონისძიება შთამბეჭდავად წარიმართა, მოსწავლეებმა ცოდნა შეაჯამეს, დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და დამრიგებელ ხათუნა გუგუციძის გული სიამაყით აავსეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები წელს პირველ მასწავლებელს ემშვიდობებიან, რამაც ღონისძიებას ემოციური ელფერი შესძინა.
ბავშვებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ტკბილ მოგონებად დარჩებათ ხათუნა მასწავლებელთან გატარებული 4 ულამაზესი წელი და პედაგოგს ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
დამრიგებელმა კი მოწაფეებს გზა დაულოცა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა.
იხილეთ ფოტოები: