წაჩხურუს საჯარო სკოლიდან საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულით გააცილეს
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურუს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სკოლიდან საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულით გააცილეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლა საბაზოა, სწორედ ამიტომ, მე-9 კლასის დასრულების შემდგომ მოსწავლეები სწავლას სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში განაგრძობენ.
სკოლაში მათთვის შთამბეჭდავი გამოსაშვები ღონისძიება მოეწყო, სადაც ბავშვებმა სკოლაში გატარებული 9 წელი გაიხსენეს და საყვარელ პედაგოგებს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს.
პედაგოგმა - ირმა კანკიამ მათ ახალ ეტაპზე წარმატებები და წინსვლა უსურვა.
„თქვენმა პირველმა მასწავლებელმა - ირმა კანკია გზას გილოცავთ ჩემო მეცხრეკლასელებო! წარმატებებს გისურვებთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.