მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურუს საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო წელი მრავალფეროვანი ღონისძიებით დაგვირგვინდა.
მასწავლებლების დიდი მხარდაჭერით, მოსწავლეებმა შთამბეჭდავი წარმოდგენა დადგეს და სკოლაში გატარებული 4 წელი მრავალფეროვანი ღონისძიებით შეაჯამეს.
განსაკუთრებით ემოციური იყო მოსწავლეებისთვის პირველ მასწავლებელთან დამშვიდობება.
„ჩვენო ვარსკვლავებო სულ წარმატებულ გზებზე გევლოთ“, - ამ სიტყვებით პედაგოგებმა გააცილეს პატარების სკოლიდან და მხიარული არდადეგები უსურვეს.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: