ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო ღონისძიებებითაა გაჯერებული.
აღსანიშნავია, რომ იქ მოსწავლეებისვის უცხო ენების სწავლებას დიდი ყურადღება ეთმობა.
ამჯერად, სკოლაში უცხოური ენების შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელიც მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული. მოსწავლეებმა სასწავლო წლის განმავლობაში დაგროვილი ცოდნა გამოავლინეს, საინტერესოდ ისაუბრეს და ინფორმაცია ერთმანეთს გაუზიარეს.
გარდა ამისა, სხვადასხვა ნომერი გამართეს და ნამუშევრები დაამზადეს.
ღონისძება დიდი წარმატებით დასრულდა.
იხილეთ ფოტო და ვიდეო: