საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა შემაჯამებელ ღონისძიებაზე სპექტაკლი გაითამაშეს
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში მე-3 კლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება შთამბეჭდავი და დაუვიწყარი ღონისძიებით აღნიშნეს.
შემაჯამებელ ღონისძიებაზე, მე-3 კლასის მოსწავლეებმა ქართული მულტფილმის - „ჩხიკვთა ქორწილის“ მიხედვით სპექტაკლი გაითამაშეს. აღნიშნულ ღონისძიებაზე, მათ შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
აქტივობაში ისინი დიდი მონდომებითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.
ღონისძიებას მე-3 კლასის დამრიგებელი რუსუდან თეთრაძე ხელმძღვანელობდა.
ეს დღე ემოციური და დასამახსოვრებელი იყო.
იხილეთ ფოტოები: