ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. დირექციამ და პედაგოგებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს იმისთვის რომ, სასწავლო პროცესი ყოფილიყო ნაყოფიერი, შემეცნებითი და შედეგზე ორიენტირებული.
აღსანიშნავია, გასვლითი ღონისძიება-პროექტი - „მოგზაურობა ჩვენი მხარის წარსულში“, რომელიც V - IX კლასის მოსწავლეებისთვის მოეწყო.
პროექტის ფარგლებში V - IX კლასის მოსწავლეებმა მოინახულეს ონის მუნიციპალიტეტში არსებული მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სინაგოგა, გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი და ლაჩთის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტერი.
მოსწავლეებისთვის გასვლითი-ღონისძიება მეტად შემეცნებითი და ინფორმაციული აღმოჩნდა. სასწავლო-შემეცნებითი ტურიდან ბავშვები ახალი ცოდნითა და ინფორმაციით დატვირთულნი დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: