გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ოლიმპიადასა და კონკურსში დიდი მონდომებით ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ. აღსანიშნავია, რომ სკოლაში, ასევე დიდი ყურადღება ექცევა ქართული ენის ხარისხიან სწავლებას. ამის დასტურია სხვადასხვა კონკურსში მოსწავლეთა მიღწევებიც.
მოსწავლეებმა ამჯერადაც ასახელეს სკოლა და კონკურსში დიპლომები დაიმსახურეს.
„ჩემი გენიოსები „სწავლა-განათლება და ქართულის სწავლა ეროვნული საქმეა!“ თქვენ ჩვენი ღირსეული მომავალი ხართ !“ - აღნიშნავს პედაგოგი თამუნა პოპიაშვილი.
სკოლაში მოსწავლეთა მიღწევებით ამაყობენ და მათ მომავალში წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: