ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშის საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წლის დასრულება ემოციური და შემოქმედებითად დატვირთული ღონისძიებით აღინიშნა.
ღონისძიება სხვადასხვა საფეხურის დამამთავრებელ კლასებს მიეძღვნა, განსაკუთრებით კი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მე-9 კლასს.
მოსწავლეებმა სასწავლო წლის განმავლობაში ნასწავლი წარმოაჩინეს, ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, შემოქმედებითი უნარები გამოავლინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ მომავალი პირველკლასელები. ისინი აღნიშნული დღით აღფრთოვანებულები დარჩნენ.
სკოლაში თითოეულ მათგანს მიულოცეს ეს მნიშვნელოვანი თარიღი და წარმატებები უსურვეს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: