ჩაისუბნის N2 სკოლის X კლასის მოსწავლე დიმიტრი ჩიბურდანიძე ძალოსნობაში, აჭარის ჩემპიონია
17-06-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლის სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ. 

სკოლის X კლასის მოსწავლე  დიმიტრი ჩიბურდანიძე ძალოსნობაში, 89 კგ. წონით კატეგორიაში აჭარის ჩემპიონია. ის ტურნირზე პირველი ადგილის პრიზიორი გახდა.

სკოლაში მოსწავლის მიღწევა ახარებთ, განსაკუთრებით ამაყია მისი კლასის დამრიგებელი დოდო ბერიძე.

სკოლის დირექცია მასწავლებლები და თანაკლასელები ულოცავენ დიმიტრის ამ გამარჯვებას და წინსვლასა და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203