„ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“​ - VII კლასის მოსწავლეთა​ საინტერესო კონფერენცია ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში 
17-06-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. დირექციამ და პედაგოგებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს იმისთვის რომ, სასწავლო პროცესი ყოფილიყო ნაყოფიერი, შემეცნებითი და შედეგზე ორიენტირებული. 

2024-2025 სასწავლო წლის საგანმანათლებლო აქტივობებიდან აღსანიშნავია VII კლასის მოსწავლეთა გამართული სასკოლო კონფერენცია, რომელიც პროექტის - „ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“ ფარგლებში ჩატარდა. 

საკლასო კონფერენცია წარმოადგენდა, როგორც სკოლაში უწოდებენ, ყველაზე ღირებულ და არა მხოლოდ მოსწავლის არამედ მასწავლებლის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტის შემაჯამებელ აქტივობას, სადაც მოსწავლეებმა პროექტის განმავლობაში შეძენილი ცოდნა და უნარ-ჩვევები გამოავლინეს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. მოტივაციისა და გაწეული საქმიანობის წახალისების მიზნით საგნის მასწავლებელმა - ირმა რიონიძემ მოსწავლეებს პროექტში აქტიური მონაწილეობისათვის სერტიფიკატები გადასცა.

„მადლობა სკოლას, დირექციას, საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრას გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის“,- აღნიშნავს პედაგოგი და მოსწავლეთა აქტიურობა ახარებს. 

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203