დოშაყეს საჯარო სკოლიდან საბაზო საფეხურის ერთადერთი კურსდამთავრებული დიდი სიყვარულით გააცილეს
17-06-2024
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დოშაყეს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობის ამაღლებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. აღსანიშნავია, რომ სკოლას, რომელიც საბაზოა, წელს, ერთადერთი მე-9 კლასელი, დათო ნაჭყებია ჰყავდა, რომელიც სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს.

სასკოლო საზოგადოებამ საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულისთვის შთამბეჭდავი და დაუვიწყარი დღე მოაწყო. მოსწავლემ სკოლაში გატარებული წლები დიდი სიყვარულით გაიხსენა და საყვარელ პედაგოგებს მის განათლებაში ჩადებული შრომისთვის დიდი მადლობა გადაუხადა.

აღსანიშნავია, რომ, რადგან სკოლა საბაზოა, ის სწავლას სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში გააგრძელებს.

სკოლის დირექტორმა - მოგელი ახალაიამ და მასწავლებლებმა მოსწავლეს - დათო ნაჭყებიას საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულება მიულოცეს და შემდგომ წარმატებები უსურვეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203