დიდი გონდრიოს საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ქართული ანბანის წარმატებით შესწავლა ღონისძიებით აღნიშნეს 
14-06-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი გონდრიოს საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

ამასთან დაკავშირებით, სკოლაში ღონისძიება ჩატარდა, რომლითაც პატარა მოსწავლეებმა ქართული ანბანი „გააცილეს“. ისინი შემოქმედებით და საინტერესო აქტივობებში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. 

აღნიშნული ღონისძიება ქართული ენის მასწავლებელმა, მარეხ მელიქიძემ გამართა. ბავშვებმა იხალისეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და სკოლას სექტემბრამდე დაემშვიდობდნენ. აღსანიშნავია, რომ განწყობას შესაბამისი დეკორაცია კიდევ უფრო ამაღლებდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203