ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა სასწავლო წელი შთამბეჭდავი ღონისძიებით დაასრულეს.
გამოსაშვებ ღონისძიებაზე, მათ ლექსები შესანიშნავად, გულშიჩამწვდომად წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ მათ, მაყურებლებს ოსტატურად წარმოუჩინეს თავიანთი შემოქმედებითი შესაძლებლობები.
აღსანიშნავია, რომ წელს ისინი პირველ მასწავლებელს დაემშვიდობნენ. სწორედ ამიტომ, საყვარელ მასწავლებელს - ნატო აფხაზავას გაწეული ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მე-4 კლასელებს და მადლობას ვუხდით ამ ლამაზი დღისა და სანახაობისათვის.
ნატო მასწავლებელს კი კვლავ მრავალი თაობის აღზრდას ვუსურვებთ!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: