ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წელი საინტერესო და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობებით იყო დატვირთული.
მათ შორის იყო გეოგრაფიის ვიქტორინა, რომლითაც მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეებმა სასწავლო წელი შეაჯამეს.
აღნიშნული კლასების მოსწავლეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და ნახევარი ქულის განსხვავებით მეცხრე კლასმა გაიმარჯვა. მოსწავლეებმა ცოდნა, სხარტი აზროვნება წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
აღნიშნული ვიქტორინის ორგანიზატორი ვარდითერ იუზბაშიანი გახლდათ. მან და სკოლის დირექციამ ორივე კლასს მიულოცა სასწავლო წლის დასრულება, მომდევნო კლასებში კი წარმატებები უსურვა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში ყოველთვის აქტიურად ზრუნავენ მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლებაზე.
იხილეთ ფოტოები: