დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელიც დირექტორობის კანდიდატმა გასაუბრებისას სამეურვეო საბჭოს უნდა წარუდგინოს
16-06-2024

რა დოკუმენტები უნდა ჰქონდეთ საჯარო სკოლის დირექტორობოს მსურველ კანდიდატებს სამეურვეო საბჭოებთან წარდგენისას თან?! აღნიშნულთან დაკავშირებით გყავაზობრთ საჭირო საბუთების სრულ ჩამონათვალს:

დირექტორობის კანდიდატი დირექტორად არჩევამდე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წარუდგენს:

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლს;

ბ) ფოტოსურათს;

გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;

დ) ცნობას მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილების შესახებ, მათ შორის განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილების შესახებ;

ე) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობას;

ვ) ცნობას ნასამართლობის შესახებ;

ზ) ცნობას სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;

თ) ცნობას უფლების ჩამორთმევის შესახებ;

ი) საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ განსაზღვრულ სხვა დოკუმენტს.

აღსანიშნავია, რომ დირექტორობის კანდიდატები სამეურვეო საბჭოს საჯარო სხდომაზე საკუთარ პროგრამებს წარუდგენენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203