მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დააგვირგვინეს.
მოსწავლეებმა ნაყოფიერი ოთხი წელი შეაჯამეს და დამრიგებელთან ერთად ღია ცის ქვეშ დაუვიწყარი დრო გაატარეს.
მე-4 კლასელები პირველ მასწავლებელს გამოემშვიდობნენ და შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
პედაგოგმა კი მოწაფეებს სიგელები გადასცა, გზა დაულოცა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა.
„ჩვენი სკოლის მე-4 კლასელებს ვულოცავთ მე-4 კლასის დამთავრებას. ბავშვებო, გვინდა ასეთივე ლაღები, მოტივირებულები, გულწრფელები იყოთ ყოველთვის. წინ უამრავი სასიამოვნო თავგადასავალი გელოდებათ ჯადოსნურ სწავლის სამყაროში“, - ამ სიტყვებით გააცილეს მოსწავლეები საზაფხულო არდადეგებზე და მე-5 კლასში გადასვლა მიულოცეს.
იხილეთ ფოტოები: