ნინოწმინდის N4 სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები შემეცნებითი ექსკურსიით დედაქალაქს სტუმრობდნენ
17-06-2024

ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლაში აქტიურად ზრუნავენ, რომ მოსწავლეებს დაუვიწყარი მოგონებები აჩუქონ. 

ამ მიზნით კი, არა ერთი აქტივობა ეწყობა. მათ შორის, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები შთამბეჭდავ სასწავლო-შემეცნებით ექსკურიაზე იმყოფებოდნენ. 

მათ ექპერიმენტორიუმი, ვირტუალური სამყარო, მთაწმინდის პარკი, ზოოპარკი და ეგზოტაროუმი მოინახულეს. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ეს დღე მოსწავლეებისათვის ემოციებით, შთაბეჭდილებებით აღსასვსე აღმოჩნდა. მათ ილუზიების სამყაროში „იმოგზაურეს“, ჩაერთნენ ექსპერიმენტებში, ნახეს ცხოველები, ქვეწარმავალთა სხვადასხვა სახეობა და თბილისის ანძა.

გასვლითი აქტივობა პედაგოგების ლელა ივანიშვილისა და თეონა ლომიტაშვილის ჩართულობით განხორციელდა. 

„მადლობა ჩვენს დირექციას, მოსწავლეების წახალისებისათვის, შთაბეჭდილებებისათვის“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203