მელეს საჯარო სკოლაში ყოფილი მოსწავლის - მარიამ რატიანის მიღწევით ხარობენ
17-06-2024

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოვლენაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი. 

ახლა, სკოლაში ყოფილი მოსწავლის მარიამ რატიანის მიღწევით ხარობენ. ის კონკურსში - „ვწერ თავისუფალ თემას“ მონაწილეობდა, დაჯილდოების ცერემონიაზე კი, 1150 მონაწილიდან, 22 საუკეთესო მოსწავლეს შორის დაასახელეს. 

აღსანიშნავია, რომ მარიამ რატიანი მელეს საჯარო სკოლაში პირველი კლასიდან სწავლობდა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ის განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩეოდა, იყო ყოველთვის მოწესრიგებული და მაღალი მოტივაციის მქონე მოსწავლე. 

მელეს საჯარო სკოლაში მარიამ რატიანს ამ წარმატებას ულოცავენ და წარმატებებს უსურვებენ.

„მარიამა ასახელა მელეს საჯარო სკოლა და ჩიხარეშის საჯარო სკოლა, სადაც ამჟამად სწავლობს. კიდევ ეამაყებინოს მელეს საჯარო სკოლა“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203