მელეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფრენბურთის შეჯიბრში პირველი ადგილი დაიკავეს 
17-06-2024

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებას დიდი ყურადღება ექცევა. 

ამ მიმართულებით, სასწავლო წლის განმავლობაში, პედაგოგები სხვადასხვა თემატურ აქტივობას აწყობენ. ეს კი მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

14 ივნისს, ზოგად საგანმანათლებლო საჯარო სკოლებს შორის ფრენბურთში შეჯიბრი გაიმართა, რომლის მიმდინარეობაშიც მელეს საჯარო სკოლის მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და პირველი ადგილი დაიკავეს.

მელეს სკოლა ულოცავს მოსწავლეებს გამარჯვებას და მადლობას უხდის თითოეულ მონაწილეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203