აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი ღონისძიებით დაგვირგვინდა, რომელმაც ემოციების გარეშე არავინ დატოვა.
ღონისძიება, 12 ივნისს ჩატარდა და მთავარი გმირები მე-4 კლასის მოსწავლეები იყვნენ. მოსწავლეებმა სიმღერებით, ლექსებით სცენარითა და ცეკვებით წარმოაჩინეს თავიანთი შემოქმედებითი შესაძლებლობები და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები სიყვარულით დაემშვიდობნენ პირველ მასწავლებელს, გაიხსენეს პირველად სკოლაში, რომ მივიდნენ როგორ უცემდათ გული და ეშინოდათ, მაგრამ მასწავლებლის - ირმა საჯაიას თბილმა მოპყრობამ დაამშვიდა ისინი. ნელ-ნელა როგორ დაუახლოვდნენ ერთმანეთს, მასწავლებლები და თანაკლასელები. ასე დიდ ოჯახად და მთლიანობად როგორ იქცნენ.
„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სკოლა ჩვენი მეორე სახლია. აქ ჩვენ დაცულად და სასიამოვნოდ ვგრძნობთ თავს“, - ასე ემოციურად, მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს სკოლის თითოეულ მასწავლებელს და ტექნიკურ პერსონალს.
მოსწავლეებს მე-4 კლასის დამთავრება მიულოცა კლასის ხელმძღვანელმა - ირმა საჯაიამ: „გილოცავთ ჩემო კარგებო, ბედნიერ და წარმატებულ მომავალს გისურვებთ. ვიმედოვნებ, რომ ბევრჯერ მოვისმენ თქვენი წარმატებების შესახებ. წინ წარმატებული მომავლისკენ!“.
„მშობლების საქმიანობა უკიდეგანო და უზარმაზარია. მადლობა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელს ვენერა (ნანი) ესართიას ამ საინტერესო ღონისძიებაში დიდი წვლილის შეტანისთვის და მუსიკალურ გამფორმებელ ( მშობელ) ლერი ესართიას“, - სკოლის დირექცია დიდ მადლობას უხდის თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებელს და მშობელს ასეთი თანადგომისთვის.
იხილეთ ფოტოები: