ვაქირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მე-4 კლასის წარმატებით დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს 
17-06-2024

ილო მოსაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო წელი მრავალფეროვანი ღონისძიებით დაგვირგვინდა. 

მოსწავლეებმა გაიხსენეს განვლილი ოთხი წელი, რომელიც მათთვის მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იყო. შთამბეჭდავი ღონისძიებით მადლიერება და დიდი პატივისცემა გამოხატეს სკოლის, მასწავლებლების, წიგნისა და სამშობლოს მიმართ.

მასწავლებელმა საინტერესო აქტივობები შესთავაზა მოსწავლეებს, მან ნომინაციებში გამარჯვებული მოსწავლეები დაასახელა და სამახსოვრო მედლები გადასცა, მოსწავლეებმა სამახსოვრო წარწერები დატოვეს მასწავლებლის მაისურზე.

ღონისძიების ბოლოს, ბავშვებს მშობლებმა სიმღერით მიულოცეს 4 კლასის დამთავრება.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს დღე ემოციით დატვირთული იყო მასწავლებლისთვის და მოსწავლეებისთვის, მასწავლებელმა - ნინო ვარდიაშვილმა დიდი სიყვარულით წარმატება და წინსვლა უსურვა თავის მოსწავლეებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203