გურძემის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა - „ლეგიტიმურობა“ სასწავლო წელი ექსკურსია-ლაშქრობით დააგვირგვინა
18-06-2024

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. ნაყოფიერი იყო სამოქალაქო კლუბის - „ლეგიტიმურობა“ საქმიანობა, რომლის ხელმძღვანელი მასწავლებელი კახა ჯგერენაია გახლავთ. 

კლუბმა სასწავლო წელი ექსკურსია-ლაშქრობით დააგვირგვინა. 

ისტორიულ აბედათის ციხეზე კლუბის საქმიანობის საზეიმო შეჯამება-დახურვა მოეწყო. 

მოსწავლეებმა საქმიანობა შეაფასეს, კულტურული ძეგლის ისტორიულ მნიშვნელობას გაეცნენ, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ერთმანეთს მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203