ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე ზრუნვაც საძირკველშივე იწყება.
შესაბამისად, სკოლაში დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარამოა შექმნილი.
ახლახან, პირველკლასელებმა სასწავლო წლის დასასრული ანბანის „გაცილებით“ დააგვირგვინეს. მათ თემატური ღონისძიება გამართეს, ნასწავლი მასალის ცოდნა გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
პირველკლასელებს სასწავლო წლის დასრულებას სკოლის დირექტორი - შორენა აკოფაშვილი ულოცავს.
„ვულოცავთ ჩვენს პატარებს ანბანის გაცილების ამ ლამაზ დღეს. დღეს, რომელიც აღარ განმეორდება! ეს ხომ თქვენი პირველი ნაბიჯებია იმ დიდ გზაზე, რომელსაც ცოდნის გზა ჰქვია!! დაგილოცავთ ამ გზას და გისურვებთ წინსვლასა და წარმატებებს“,- წერს სკოლის დირექტორი შორენა აკოფაშვილი.
იხილეთ ფოტოები: