ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლაში მოსწავლეთათვის სახელმწიფო ენის სწავლებას დიდი ყურადღება ეთმობა.
ამ მიმართულებით კი, არაერთი აქტივობა ეწყობა. აღსანიშნავია, რომ მე-11 კლასში, სასწავლო წლის ბოლოს, ქართულ ენაში შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა, რომელსაც მასწავლებელი ანჟელა ღაზარიანი გაუძღვა.
წინასწარ მომზადებული კითხვების საშუალებით, მოსწავლეებმა გაიხსენეს და გაიმეორეს მთელი წლის განმავლობაში ნასწავლი მასალა. გაკვეთილი შეჯიბრის სახით ჩატარდა.
ბოლოს, მასწავლებელმა მოსწავლეები სიგელებით და წიგნით წაახალისა.
„წახალისება მოსწავლეების მოტივაციის ამაღლების ერთ-ერთი გზაა. აღსანიშნავია, რომ ამგვარი შეჯიბრები სკოლაში ხშირად ტარდება“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: