ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს საჯარო სკოლის მეთხეკლასელებისთვის სასწავლო წლის დასასრული ემოციებით დატვირთული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ წელს სკოლას ორი მეოთხეკლასელი: თამარი გივრაძე და ბექა ნათიძე, ჰყავდა.
მოსწავლეებმა სკოლაში გატარებული 4 წელი მრავალფეროვანი ღონისძიებით შეაჯამეს, მე-5 კლასში გადასვლა იზეიმეს და მასწავლებელს სკოლაში გატარებული დაუვიწყარი დროისთვის მადლობა გადაუხადეს.
დღე ძალიან სახალისო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის, მათ დრო კარგად გაატარეს, ბოლოს კი, ერთმანეთს მხიარული არდადეგები უსურვეს.
იხილეთ ფოტოები: