ავლიპე ზურაბიშვილის სახელობის სიღნაღის საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული და წარჩინებული ახალგაზრდა აღუზრდია, მათ შორის არიან - ტატო ბარნაბიშვილი და ლუკა ფირცხელანი.
კურსდამთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლების კანდიდატები არიან, სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კი, საზეიმოდ დაჯილდოვდნენ.
2024 წლის წარჩინებული მოსწავლეების ტრადიციადქცეული დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გიორგი ალადაშვილის ინიციატივით გაიმართა.
„გვჯერა, კიდევ ბევრჯერ ვიამაყებთ თქვენით. ქვეყნის მომავალი თქვენს ხელშია“, - ამ სიტყვებით მიულოცეს მოსწავლეებს წარმატება სკოლაში და წინსვლა უსურვეს.
იხილეთ ფოტოები: