ბორჯომის N1 საჯარო სკოლის პედაგოგმა ღონისძიებაზე მთელი წლის ნაშრომი შეაჯამა
06-06-2018
ბორჯომის N1 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მე-3 ა კლასში ღონისძიება ჩატარდა. სკოლის წარმომადგენლის თქმით, კლასის ხელმძღვანელმა მერი ხარატიშვილმა ღონისძიებაზე მთელი წლის ნაშრომი შეაჯამა. ღონისძიება დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობებით.
„მოსწავლეებმა გამოავლინეს საუკეთესო უნარ-ჩვევები, როგორც სასკოლო დისციპლინებში, ასევე ცეკვასა და სიმღერაში“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.