ავლიპე ზურაბიშვილის სახელობის ქალაქ სიღნაღის საჯარო სკოლა, მოსწავლეებმა 2023-2024 სასწავლო წელსაც ასახელეს და საგანმანათლებლო კონკურსებში მიღწეული წარმატებებითა და გამარჯვებებით სასკოლო საზოგადოებას სიამაყის საფუძველი მისცეს.
მათ შორის აღსანიშნავია მე-5 კლასის მოსწავლე თომა მაზიაშვილი.
თომა, საგნობრივ ოლიმპიადაში (საგნები: ქართული ენა, ინგლისური და მათემატიკა) წარმატებული მონაწილეობისთვის სამი ოქროს მედლითა და ლიგის სიგელებით დაჯილდოვდა.
„ვულოცავთ მას ამ დიდ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს მომავალში“, - ასე ულოცავენ სკოლაში მოსწავლეს მიღწეულ შედეგს და წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: