ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული.
იქ, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო აქტივობა ეწყობა. მათ შორის, მე-7 კლასში საგან მოქალაქეობის ღია გაკვეთილი ჩატარდა. მისი თემა „მომავალის სპეციალობა“ გახლდათ.
მოსწავლეები პედაგოგ მარეტა დულხანიანის ხელმძღვანელობით, ყველა აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ. მათ საინტერესოდ ისაუბრეს, აზრი მკაფიოდ დააფიქსირეს და ცოდნაც გამოავლინეს.
ღია გაკვეთილმა დიდი წარმატებით ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები: