ავლიპე ზურაბიშვილის სახელობის ქალაქ სიღნაღის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭის, ესთეტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მხრივ ნაყოფიერი იყო 2023-2024 სასწავლო წელი. პედაგოგებმა მოსწავლეთა კულტურული განვითარებისა და შემოქმედებითობის წასახალისებლად არაერთ აქტივობას თუ ღონისძიებას მიმართეს.
მათ შორის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს ესტუმრნენ და ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გამოფენა - „ბავშვები ქართულ მხატვრობაში“ - დაათვალიერეს.
მოსწავლეებმა ნამუშევრები დიდი ინტერესით დაათვალიერეს და მუზეუმიდან ახალი ცოდნით, ინფორმაციითა და შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები: