ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბროლოსნის საჯარო სკოლის მოსწავლეები მხატვრული ლიტერატურისა და წიგნის განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან.
მათთვის, სასწავლო წლის განმავლობაში, არა ერთი თემატური აქტივობა ეწყობა. მათ შორის, დაწყებითი კლასის მოსწავლეები, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ფიქრია ბადრიშვილის ხელმძღვანელობით, ხაშურის მუნიციპალიტეტის შემოქმედებითი განვითარების ცენტრში იმყოფებოდნენ. იქ მათ გულთბილად უმასპინძლეს.
მკითხველთა კლუბის ხელმძღვანელი ლია მეტივიშვილი მათ ესაუბრა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია და რა როლი აქვს წიგნს ადამიანის ცხოვრებაში, განიხილა საბავშვო წიგნების გარკვეული ნაწილი.
შეხვედრის მიწურულს, ლია მეტივიშვილმა პატარებს საინტერესო რჩევები მისცა და წიგნიერების სამყაროში წარმატება უსურვა.
„სკოლა მადლობას უხდის ამ უდიდესი მოტივაციისა და დადებითი ემოციისათვის, რაც მათგან მივიღეთ მკითხველთა კლუბის ხელმძღვანელს - ლია მეტიშვილს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: