დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლისთვის სასწავლო წელი საკმაოდ ნაყოფიერი და აქტიური გახლდათ, არაერთმა მოსწავლემ გამოიჩინა თავი სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივაში, VII კლასის მოსწავლე ანასტასია ხუციშვილი კი ქვეყნის ფარგლებსაც გასცდა და კომპიუტერული ტექნოლოგიების საერთაშორისო ღონისძიებაში ჩაერთო.
„კვანტური კომპიუტერი“ - კვანტის საერთაშორისო დღე არის საერთაშორისო საჯარო ღონისძიება, მრავალ ქვეყანაში და მისი მიზანია კვანტური მექანიკის მიმართ ინტერესის გაღვივება.
წელს კი, ანასტასია ხუციშვილი კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელთან ერთად, ონლაინ ჩაერთო საერთაშორისო ღონისძიებაში.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ანასტასიამ ღონისძიებაზე წარადგინა პრეზენტაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებაზე მან პირველმა წარადგინა პრეზენტაცია, იყო ყველაზე პატარა პრეზენტატორი და თავისი გამბედაობით კარგად წარმოაჩინა საკუთარი თავი, ცოდნა, მასწავლებელი და სკოლა.
მასწავლებელი და მოსწავლე ესწრებოდნენ რამდენიმე დღე აღნიშნულ კონფერენციას. გაეცნენ უამრავ საინტერესო ინფორმაციას კვანტური კომპიუტერის შესახებ. იმოგზაურეს ვირტუალურ ლაბორატორიაში. მოისმინეს კოლეგების და თანატოლების პრეზენტაციები.
როგორც სკოლაში აფასებენ, ღონისძიება ნამდვილად საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა ყველა მსმენელისათვის.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ბოლოს, მონაწილეებს: სკოლას, მასწავლებელს და მოსწავლეს სერტიფიკატები გადაეცათ, ამ ღონისძიების ორგანიზატორის დათო მალანიას მიერ.
სკოლა, მასწავლებელი და მოსწავლე მადლობას უხდიან ღონისძიების ორგანიზატორს ამ შესაძლებლობისთვის, ვინაიდან მოსწავლემ და პედაგოგმა დიდი გამოცდილება შეიძინეს აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობით.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის და წარმატებას უსურვებს მასწავლებელს და მოსწავლეს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: